| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
გარდა ამისა, ისინი აჩქარებდნენ კიდეც ერთმანეთს საწამებლად წასვლას და არა მხოლოდ ტკივილს თრგუნავდნენ, არამედ ძმურ სიყვარულსაც. |
||
| 2 | ო, მეფეებზე უმეფურესო გონებავ, თავისუფლებაზე უთავისუფლესო! | ||
| 3 | ო, წმიდა და უთანხმოესო კავშირო შვიდი ძმისა რჯულის გულისათვის! | ||
| 4 | შვიდ ყრმათაგან არც ერთს არ გამოუჩენია სიმხდალე და არ შემდრკალა სიკვდილის წინაშე, | ||
| 5 | არამედ ყველანი, თითქოსდა უკვდავებისთვის მოასპარეზენი, წამებით სიკვდილს ესწრაფოდნენ. | ||
| 6 | როგორც ხელები და ფეხები მოძრაობენ სულის კარნახით, ასევე ეს წმიდა ყრმანიც, თითქოს ღვთისმოსავობის უკვდავი სულით ყოფილიყვნენ აღძრულნი, რომ მორჩილად მიიღეს სიკვდილი მისი გულისთვის. | ||
| 7 | ო, ყოვლადწმიდაო, შეხმატკბილებულო ძმათა შვიდეულო! როგორც სამყაროს შესაქმისეული შვიდი დღე უვლის ფერხულს ღვთისმოსავობის გარშემო, | ||
| 8 | ასევე მოფერხულე ყრმებმა შუაში მოიქციეს შვიდმაგი შიში სატანჯველისა და გააქარწყლეს იგი. | ||
| 9 | ახლაც კი გვზარავს, როცა ვისმენთ ამ ყრმათა ტანჯვა-წამების ამბავს: ისინი კი არა მარტო უყურებდნენ, არა მარტო იქვე ისმენდნენ მუქარის სიტყვებს, არამედ თავად განიცადეს სატანჯველი და დაითმინეს ცეცხლით მიყენებული ტკივილები. | ||
| 10 | სხვა რა არის ცეცხლზე უფრო მტკივნეული? მახვილი ხომ ცეცხლის ძალაზე ჩქარია და უფრო სწრაფად ანადგურებს სხეულს. | ||
| 11 |
სასწაულად ნუ შერაცხავთ, რომ გონება მბრძანებლობდა ამ კაცებს მათ სატანჯველში; დედაკაცსაც კი დაათმენინა გონებამ მრავალფერი სიმწარე. |
||
| 12 | შვიდი ყრმის დედა ხომ იძულებული იყო ეყურებინა შვიდივე შვილის წამებისათვის. | ||
| 13 | ნახეთ, რაოდენ ძნელია შვილის სიყვარული, ყეელაფერს მსჭვალავს იგი ნაწლავებამდე. | ||
| 14 | პირუტყვებსაც კი აქვთ, ადამიანთა მსგავსად, თანაგრძნობის უნარი და მშობლიური სიყვარული თავიანთ ნაშიერთა მიმართ. | ||
| 15 | ფრინველებიც კი დღისით ბუდეებს რომ დაჰფრენენ თავზე, რომ დაიფარონ თავიანთი ნაშიერნი, | ||
| 16 | კლდეთა ნაპრალებში, ხეთა ფუღუროებზე და მწვერვალებზე ჩეკავენ ბარტყებს და იცავენ მათ მოსალოდნელი საფრთხასაგან. | ||
| 17 | და თუ მათი დაცვა არ ძალუძთ, დაფრინავენ ირგვლივ, სიყვარულით შეძრულნი და ჭყივილით აფრთხილებენ - ესღა შეუძლიათ თავიანთი შვილების გადასარჩენად. | ||
| 18 | რაღა უგუნური ცხოველები მოგვყავს შვილებისადმი სიყვარულის მაგალითად, | ||
| 19 | როცა ფუტკრებიც კი, ფიჭის კეთების ჟამი რომ დგება, იგერიებენ მომხდურს, მახვილის მსგავსად ნესტრით გესლავენ სკასთან მოსულს და ეწირებიან კიდეც მის დაცვას. | ||
| 20 | განა სულით აბრაამის მსგავსი დედა არ შეიძრებოდა თავისი ბავშვების თანალმობით? |