| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
როცა ისიც მოკვდა, სასტიკი წამებით გატანჯული, მოიჭრა მეხუთე და თქვა: |
||
| 2 | არ ვაპირებ, მტარვალო, გავექცე სატანჯველს ღირსებისთვის. | ||
| 3 | იგი თავისით მომეახლა, რათა ჩემი მოკვლით მრავალი დანაშაულისთვის ღვთიური სამართლით მოგეზღოს სასჯელი. | ||
| 4 | ღირსებისა და კაცთა მაიძულევ, რა საქციელის გამო გვანადგურებ ასე? | ||
| 5 | იმის გამო, რომ ყოველი ქმნილების შემოქმედს მოწიწებით ვეპყრობით და მისი რჩეული რჯულის თანახმად ვცხოვრობთ. | ||
| 6 | მაგრამ ეს საქციელი პატივს იმსახურებს, არა წამებას, | ||
| 7 | თუ ნამდვილად ადამიანური გრძნობები გაქვს და ღვთისგან ხსნას ელი; | ||
| 8 | მაგრამ შენ უცხო ხარ ღვთისთვის და ებრძვი მის თაყვანისმცემელთ. | ||
| 9 | ესა თქვა და მცველებმა შეკრეს იგი და ისართმტყორცნელ მანქანასთან მიათრიეს. | ||
| 10 | მუხლებით მასზე დააბეს და რკინის მარწუხებში მოამწყვდიეს, მერე ბორბლის პირზე დააკრეს ზურგით, ისე რომ მორიელივით გაუდრიკეს წელი, დაწყვეტაზე ჰქონდა სახსრები. | ||
| 11 | ამ დღეში მყოფმა, სულშეხუთულმა და ტკივილისგან გამწარებულმა, | ||
| 12 | თქვა: დიდ წყალობას გვამადლი, მტარვალო, შენდა უნებლიეთ, რადგან ამ სატანჯველით გვაიძულებ, გამოვაჩინოთ ჩვენი გამძლეობა რჯულის გულისთვის. | ||
| 13 | ესეც რომ აღესრულა, მოიყვანეს მეექვსე ყრმა, რომელმაც მბრძანებლის წინადადებას, თუ შეჭამ, გათავისუფლდებიო, უპასუხა: | ||
| 14 | ასაკით მე ჩემს ძმებზე ახალგაზრდა ვარ, აზრით კი - მათი თანატოლი. | ||
| 15 |
რაკი ამისთვის გავჩნდით და აღვიზარდეთ, ყველას ერთი სიკვდილი გვმართებს. |
||
| 16 | თუ განზრახული გაქვს მაწამო უსურმაგის ხორცის შეუჭმელობის გამო, მაწამე ბარემ... | ||
| 17 | ეს თქვა და ბორბალთან მიიყვანეს კიდეც. | ||
| 18 | საგულდაგულოდ განრთხმული და ხერხემალგადამტვრეული იწვებოდა იგი, | ||
| 19 | უკნიდან გახურებულ წვერწამახულ შანთებს უყრიდნენ, ფერდებს უხვრეტდნენ ისე, რომ შიგნეულობა სულ ამოუწვეს. | ||
| 20 | ის კი, ამ სატანჯველში მყოფი, ამბობდა: დიდება ღვთის საკადრის ასპარეზს, სადაც რჯულში გამოსაცდელად გაგვიწვიეს ძმები, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს. | ||
| 21 | რადგან უძლეველია, მტარვალო, საღვთო ცოდნა. | ||
| 22 | ყოველგვარი სიქველით აღჭურვილი, მეც ვკვდები ჩემს ძმებთან ერთად. | ||
| 23 | მე თავად მოგივლენ შურისმგებელს, წამებათა გამომგონებელო და ჭეშმარიტ ღვთისმოსავთა მტერო. | ||
| 24 | ექვსი ყრმა შევეწირეთ შენს მტარვალობას. | ||
| 25 | და რომ ვერ შესძელი გადაგერწმუნებინა ჩვენი გონება და ვერ გვაიძულე უსურმაგის ჭამა, განა ეს შენი მარცხი არ არის? | ||
| 26 | გრილია ჩვენთვის შენი ცეცხლი, უმტკივნეულოა შენი იარაღი და უძლურია შენი მძლავრობა. | ||
| 27 | რადგან არა მტარვალის მცველნი, არამედ ღვთის რჯულის მცველნი უფლობენ ჩვენზე. ამიტომაც არის უძლეველი ჩვენი გონება. |