| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოსისა, ძისა ეპიფანესი, და დაიპყრო ტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა. |
||
| 2 | გაიგო ეს მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და გამოვიდა მასთან საომრად. | ||
| 3 | გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის სიტყვებით, რათა განედიდებინა იგი. | ||
| 4 | რადგან ამბობდა: დავასწროთ მათთან ზავის დადება, სანამ ალექსანდრესთან შეკრავდეს იგი კავშირს ჩვენს წინააღმდეგ. | ||
| 5 | გაგიხსენებს ყველა ბოროტებას, რაც მას, მის მოძმეებსა და ხალხს დავმართეთო. | ||
| 6 | მისცა დემეტრიოსმა ნება, შეეკრიბა ლაშქარი, მოემზადებინა იარაღი და ყოფილიყო მისი მოკავშირე. ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ მისთვის მძევლები ციხეებიდან. | ||
| 7 | წავიდა იონათანი იერუსალიმში და წაიკითხა წერილი მთელი ხალხისა და ციხეში მყოფთა გასაგონად. | ||
| 8 | დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია. | ||
| 9 | ციხეში მყოფებმა გადასცეს იონათანს მძევლები და დაუბრუნა ისინი თავიანთ მშობლებს. | ||
| 10 | დასახლდა იონათანი იერუსალიმში და შეუდგა ქალაქის შენებასა და განახლებას. | ||
| 11 | დაავალა მუშაკებს, გასამაგრებლად სიონის მთის გარშემოც აეგოთ ქვების ოთხკუთხა კედელი. და ასეც გააკეთეს. | ||
| 12 | გადაიხვეწნენ უცხო ტომები, რომლებიც ბაკხიდეს აშენებულ სიმაგრეებში იდგნენ. | ||
| 13 | ყველამ დატოვა თავისი ადგილი და თავისი ქვეყნისკენ გაეშურა. | ||
| 14 | მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩნენ მავანნი, ვინც გადავიდნენ რჯულსა და აღთქმებს, რადგან ეს იყო მათი თავშესაფარი. | ||
| 15 | შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დაპირებები რომ შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს; უამბეს იონათანისა და მისი ძმების გადახდილ ომებზე და გასაჭირზე, რაც მათ გადაიტანეს. | ||
| 16 |
თქვა: ასეთ კაცს მეორეს ვერ მოვნახავთ; მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ გავიხადოთ. |
||
| 17 | დაწერა წერილი და გაუგზავნა ასეთი სიტყვებით: | ||
| 18 | მეფე ალექსანდრე ძმას, იონათანს, მოგიკითხავ. | ||
| 19 | გაგვიგონია შენზე, რომ მაგარი კაცი ხარ და შეგფერის ჩვენი მეგობარი იყო. | ||
| 20 | დღეს, ამიერიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად და მიწოდებია შენთვის მეფის მეგობარი (გაუგზავნა მას ძოწეული და ოქროს გვირგვინი), გეჭიროს ჩვენი მხარი და გაუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას. | ||
| 21 | შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე, შეკრიბა ჯარები და მოიმარაგა დიდძალი იარაღი. | ||
| 22 | გაიგო დემეტრიოსმა ეს ამბები, გაწყრა და თქვა: | ||
| 23 | ეს როგორ მოგვივიდა, რომ დაგვასწრო ალექსანდრემ და საყრდენად დაიმეგობრა იუდაელნი? | ||
| 24 | მეც მივწერ მათ გასამხნევებელ სიტყვებს და პატივსა და ძღვენს დავპირდები, რომ ჩემი მხარდამჭერნი შეიქნანო. | ||
| 25 | და შეუთვალა მათ შემდეგი სიტყვები: მეფე დემეტრიოსი იუდაელთა ერს მოგიკითხავთ. | ||
| 26 | გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენთან დადებულ შეთანხმებებს, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და ჩვენს მტრებს არ ემხრობოდით. | ||
| 27 | ახლაც ეცადეთ, კვლავ გაუფრთხილდეთ ჩვენს ნდობას და სიკეთეს მოგაგებთ თქვენ იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენთვის გააკეთებთ. | ||
| 28 | ბევრ შეღავათს გაგიწევთ და ძღვენს გამოგიგზავნით. | ||
| 29 | ახლა კი თქვენ ნებაზე გიშვებთ და ვათავისუფლებ ყველა იუდაელს გადასახადისგან, და მარილისა და გვირგვინების ბაჟისგან. | ||
| 30 | ამიერიდან გამიუქმებია მარცვლეულის მესამედი და ხის ნაყოფთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან იგზავნება იუდას ქვეყნიდან და სამი ოლქიდან, რომლებიც მას აკრავს, სამარიდან და გალილეადან, ამიერიდან სამარადისოდ. | ||
| 31 |
ხოლო იერუსალიმი, მისი სანახები, მეათედები და შემოსავალი წმიდა და თავისუფალი იყოს. |
||
| 32 | გამიუქმებია უფლება იერუსალიმის ციხეზე და მღვდელმთავრისთვის მიმიცია, რომ მის დასაცავად ჩააყენოს იქ კაცები, ვისაც თვითონ დაასახელებს. | ||
| 33 | ყოველ იუდაელს, იუდას ქვეყნიდან წარტყვევნილს, მთელ ჩემს სამეფოში, უსასყიდლოდ ვათავისუფლებ. ყველამ გააუქმოს მათი ცხვარ-ძროხის გადასახადი. | ||
| 34 | ყოველი დღესასწაული: შაბათი, ახალმთვარობა და დაწესებული დღეები - სამი დღე ზეიმამდე და სამიც ზეიმის შემდეგ, ყველა იქნება შეღავათიანი და საუქმო ყოველი იუდაელისთვის, ვინც კი ჩემს სახელმწიფოშია. | ||
| 35 | არავის ექნება უფლება მათგან ვინმე დაავალდებულოს ან რაიმე საქმის კეთება აიძულოს. | ||
| 36 | იუდაელთაგან მეფის ლაშქრისთვის გამოიყოს სამი ათასი კაცი, და მიეცეს მათ სარჩო, როგორც დაწესებულია მეფის ყოველი ჯარისკაცისთვის. | ||
| 37 | ისინი უნდა იყვნენ ჩაყენებული მეფის დიდ ციხესიმაგრეებში და განწესდნენ სამეფო საქმეებზე, რომლებიც ერთგულებას საჭიროებენ. მათი ზედამხედველნიცა და წინამძღოლებიც მაგათგან უნდა იყვნენ და იცხოვრონ თავიანთი რჯულით, როგორც მეფემ დაადგინა იუდას ქვეყანაში. | ||
| 38 | სამი ოლქი, რომლებიც სამარიის ქვეყნიდან ეკვრის, მიუერთდეს იუდას, რათა ჩაითვალოს, რომ ერთიანია, და არ დამორჩილდეს სხვა ძალაუფლებას, გარდა მღვდელმთავრისა. | ||
| 39 | პტოლემაისს და მის გარეშემოს საჩუქრად ვუბოძებ იერუსალიმის საწმიდარს, რათა იტვირთოს საწმიდარის ხარჯები. | ||
| 40 | მე კი ყოველ წელიწადს შესაბამისად თხუთმეტ ათას შეკელ ვერცხლს გავცემ მეფის შემოსავლიდან - შესაბამისი ადგილებიდან. | ||
| 41 | და მთელი დანარჩენი ნაწილი, რაც შემოსავლიდან არ გაცემულა, როგორც წინა წლებში გაიცა, დღეიდან ტაძრის საქმეებს მოხმარდეს. | ||
| 42 | და გარდა ამისა, ხუთიათასი შეკელი ვერცხლი, რომელსაც იღებდნენ საწმიდარის შემოსავლიდან გაუქმებულია, რადგან ის მომსახურე მღვდლებს ეკუთვნით. | ||
| 43 | თუკი ვინმე, ვისაც სამეფო ანდა სხვა საქმე მართებს იერუსალიმის ტაძარში, ანდა რომელიმე მის სანახში, გაიქცევა, გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ყველაფერი, რაც ჩემს სამეფოში აბადია. | ||
| 44 | საწმიდარის ასაგებად და მის განსაახლებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან. | ||
| 45 | იერუსალიმის კედლების ასაგებად და გარშემო გასამაგრებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან, ასევე კედლების ასაგებად იუდაში. | ||
| 46 |
როდესაც იონათანმა და ხალხმა ეს სიტყვები მოისმინეს, არ ერწმუნენ მათ, არც მიიღეს, რადგან ახსოვდათ დიდი სიავე, ისრაელში რომ ჩაიდინა დემეტრიოსმა და სასტიკად შეაჭირვა ისინი. |
||
| 47 | ხოლო ალექსანდრესთან კავშირი სასიკეთოდ მიიჩნიეს, რადგან მან შესთავაზა პირველად მშვიდობის სიტყვა და მასთან ერთად იბრძოდნენ მრავალი ხნის განმავლობაში. | ||
| 48 | შეკრიბა მეფე ალექსანდრემ დიდი ჯარი და დადგა დემეტრიოსის პირისპირ. | ||
| 49 | შეებრძოლა ერთმანეთს ორი მეფე, უკუიქცა დემეტრიოსის ლაშქარი, მისდია მას ალექსანდრემ და სძლია მას. | ||
| 50 | ძალზე გაასასტიკა ბრძოლა მზის ჩასვლამდე და დაეცა იმ დღეს დემეტრიოსი. | ||
| 51 | ალექსანდრემ ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან გაგზავნა ელჩები და დააბარა შემდეგი სიტყვები სათქმელად: | ||
| 52 | როდესაც დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, დავჯექი ჩემი მამა-პაპის სამეფო ტახტზე, ხელში ავიღე ხელმწიფება, ვძლიე დემეტრიოსს და განვაგე ჩვენი ქვეყანა, | ||
| 53 | შევები მას, დამარცხდა იგი თავისი ბანაკითურთ და დავჯექი მის სამეფო ტახტზე. | ||
| 54 | ახლა კი დავუმოყვრდეთ ერთმანეთს და მომეცი ახლა შენი ქალიშვილი ცოლად. დაგიმოყვრდები და შენცა და მასაც შენს საკადრის საჩუქრებს გიძღვნით. | ||
| 55 | მიუგო მას მეფე პტოლემეოსმა, თქვა: კურთხეულია დღე, როცა დაბრუნდი მამა-პაპის ქვეყანაში და მასამეფო ტახტზე დაბრძანდი. | ||
| 56 | ახლა აგისრულებ, რაც მომწერე. ოღონდ შემეგებე პტოლემაისში, რათა ვიხილოთ ერთმანეთი, და დაგიმოყვრდები, როგორც შენ თქვი. | ||
| 57 | გამოვიდნენ ეგვიპტიდან თვითონ პტოლემეოსი და კლეოპატრა, მისი ასული, და ჩავიდნენ პტოლემაისში ასსამოცდამეორე წელს. | ||
| 58 | შეეგება მას მეფე ალექსანდრე და მისცა მას კლეოპატრა, თავისი ასული. პტოლემაისში გადაუხადა მას დიდებული ქორწილი, როგორც მეფეებს ეკადრებოდათ. | ||
| 59 | მისწერა მეფე ალექსანდრემ იონათანს, წამოსულიყო მის შესახვედრად, | ||
| 60 | და ისიც დიდებით გაემგზავრა პტოლემაისისკენ და შეხვდა ორ მეფეს. უძღვნა მათ და მათ მეგობრებს ვერცხლი და ოქრო, და უხვი მოსაკითხავი და ჰპოვა მადლი მათ წინაშე. | ||
| 61 |
შეითქვა მის წინააღმდეგ ღვარძლიანი ხალხი ისრაელიდან, რჯულსგანმდგარი კაცები, და დააბეზღეს ის, მაგრამ არ შეიწყნარა ისინი მეფემ. |
||
| 62 | გასცა მეფემ განკარგულება, გაეხადათ იონათანისთვის მისი ტანისამოსი და ძოწეულით შეემოსათ იგი. ასეც გააკეთეს. | ||
| 63 | გვერდით მოისვა ის მეფემ და უთხრა თავის მთავრებს: მასთან ერთად გამოდით შუა ქალაქში და გამოაცხადეთ, რომ არც ერთ საქმეში არ დააბეზღონ იგი და არც არავინ შეაწუხოს ის რაიმეს გამო. | ||
| 64 | როცა დაინახეს შემწამებლებმა მისი დიდება, თანახმად გამოცხადებულისა, და რომ ძოწეული მოსავს მას, მიმოიფანტნენ ყველანი. | ||
| 65 | განადიდა იგი ხელმწიფემ, შერაცხა უახლოეს მეგობრად და მიანიჭა მას სარდლობა და მხარის უფროსობა. | ||
| 66 | დაბრუნდა იონათანი იერუსალიმში მშვიდობითა და სიხარულით. | ||
| 67 | ასსამოცდამეხუთე წელს კრეტადან გაემართა დემეტრიოსი, ძე დემეტრიოსისა, თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ. | ||
| 68 | შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დამწუხრდა მეტად და ანტიოქიაში გაბრუნდა. | ||
| 69 | დემეტრიოსმა სარდლად დანიშნა აპოლინიოსი, რომელიც კოილეს სირიის მთავარი იყო. შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და დაბანაკდნენ იამნიასთან. ასე შეუთვალა მღვდელმთავარ იონათანს: | ||
| 70 | შენ ხარ ერთადერთი, რომ გვეწინააღმდეგები ჩვენ; დასაცინი და გასაკიცხი შევიქენი შენს გამო, რისთვის გვემალები მთებში? | ||
| 71 | ახლა კი, შენი ჯარების თუ გეიმედება, ჩამოდი ჩვენთან, ვაკეზე, და აქ გამოვცადოთ ერთმანეთი, რადგან ჩემთანაა ქალაქთა ძალა. | ||
| 72 | მკითხე და გაიგე, თუ ვინა ვარ მე და ვინ არიას დანარჩენი ჩემი თანამდგიამნი; გეტყვიან, რომ ვერ დაგვიდგებით ჩვენ, რადგან ორგზის უკუქცეულა შენი მამა-პაპა თავისი ქვეყნისკენ. | ||
| 73 | ახლა შენ ვეღარ დაუდგები ცხენოსან ლაშქარს ვაკეზე, სადაგ არც ქვაა, არც ხეობა, არც გასაქცევი ადგილი. | ||
| 74 | როგორც კი გაიგო იონათანმა აპოლონიოსის სიტყვები, დაიძრა განრისხებული. აარჩია ათიათასი კაცი და გამოემართა იერუსალიმიდან. შეეგება მას სიმონი, მისი ძმა, მისაშველებლად. | ||
| 75 | იაფოსთან დაბანაკდა, მაგრამ ქალაქის ხალხმა ჩაუკეტა კარიბჭეები, რადგახ აპოლონიოსის დაცვა იდგა იაფოში; და შეებრძოლენ მას. | ||
| 76 |
შეეშინდა ქალაქის ხალხს და გაიღო კარიბჭეები, და აიღო იონათანმა იაფო. |
||
| 77 | როცა შეიტყო ეს აპოლონიოსმა, შეჰყარა სამი ათასი მხედარი და დიდი ლაშქარი, და დაიძრა აშდოდისკენ, თითქოს თავს არიდებსო. სინამდვილეში კი ვაკეზე გავიდა, რადგან ურიცხვი ცხენი ჰყავდა და ამის იმედი ჰქონდა. | ||
| 78 | მისდია მას იონათანმა აშდოდისკენ და შეეტაკნენ ერთმანეთს ჯარები. | ||
| 79 | მათ ზურგში აპოლონიოსს ჰყავდა ათასი მხედარი, ფარულად დატოვებული. | ||
| 80 | მიხვდა იონათანი, რომ მის ზურგში მტერი იყო ჩასაფრებული, რადგან მომწყვდეული ჰყავდათ მისი ჯარი და დილიდან შეღამებამდე ესროდნენ მის ხალხს ისრებს. | ||
| 81 | ხალხი კი იდგა, როგიარც იონათანმა დააწყო. დაიქანცნენ მათი ცხენოსნები. | ||
| 82 | წინ გაიყვანა სიმონმა თავისი ჯარი და შეება რაზმებს; ცხენოსნები კი დაიღალნენ, იძლივნენ მათ მიერ და უკუიქცნენ. | ||
| 83 | ცხენოსნები დაიფანტნენ ვაკეზე, აშდოდისკენ გაიქცნენ და შეცვივდნენ ბეთ-დაგონში, თავიანთ საკერპოში თავის გადასარჩენად. | ||
| 84 | გადაწვა იონათანმა აშდოდი და მისი გარეშემო ქალაქები. მოხვეტა ნადავლი, დაგონის ტაძარი კი ლტოლვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა. | ||
| 85 | მახვილით დაცემულები გადაბუგულებთან ერთად რვაათას კაცამდე იყო. | ||
| 86 | დაიძრა იქიდან იონათანი და აშკელონს შემოადგა; გამოვიდნენ ქალაქიდან მის შესახვედრად დიდი პატივით. | ||
| 87 | დაბრუნდა იონათანი თავის თანამდგომებთან იერუსალიმში დიდძალი ნადავლითურთ. | ||
| 88 | როგა გაიგო მეფე ალექსანდრემ ეს ამბები, კიდევ მეტად განადიდა იონათანი. | ||
| 89 | გაუგზავნა მას ოქროს ბალთა, როგორსაც, ჩეეულებრივ, მეფეთა ნათესავებს უძღვნიდნენ ხიალმე; უბოძა ყეკრონი მთელი მისი მიწა-წყლითურთ სამემკვიდრეოდ. |