ტიხონ ზადონელი - ჭეშმარიტი და სწორი მარხვა
ტიხონ ზადონელი

 

ჭეშმარიტი და სწორი მარხვაა – ყოველივე ბოროტებისგან თავშეკავება. ქრისტიანო, თუ გინდა, რომ მარხვამ სარგებელი მოგიტანოს, მაშინ ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერადაც იმარხულე, და იმარხულე ყოველთვის. როგორც შენს მუცელს ადებ მარხვას, ასევე დაადე ბოროტ აზრებსა და ახირებებს. იმარხულოს შენმა გონებამ ამაო აზრებისაგან. იმარხულოს მეხსიერებამ ძვირისმომხსენებლობისაგან. იმარხულოს შენმა ნებამ ბოროტის მოსურნეობისაგან. იმარხულონ შენმა თვალებმა ცუდი სანახავისაგან: „მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ“ (ფსალმ. 118,37). იმარხულონ შენმა ყურებმა ბილწი სიმღერებისა და ცილისმწამებელი ჩურჩულისაგან. იმარხულოს შენმა ენამ ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, მკრეხელობისაგან, სიცრუისაგან, მლიქვნელობისაგან, ბილწსიტყვაობისაგან, და ყოველგვარი უქმი და არაჯანსაღი სიტყვისაგან. იმარხულონ შენმა ხელებმა ცემისა და სხვისი საკუთრების ტაცებისაგან. იმარხულონ შენმა ფეხებმა ბოროტ საქმეზე სიარულისგან. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33,15; 1 პეტ. 3,11). აი, ქრისტიანული მარხვა, რომელსაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს: შეინანე, თავი შეიკავე ყოველგვარი ბოროტი სიტყვის, საქმისა და აზრისაგან, ისწავლე ყოველგვარი სათნოება, და ღვთის წინაშე ყოველთვის მარხვაში იქნები.”

წმ. ტიხონ ზადონელი
კატეგორია: მარხვები | დაამატა: vasoelis (14.03.2021)
ნანახია: 271 | ტეგები: ჭეშმარიტი და სწორი მარხვა, ტიხონ ზადონელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]