ტორენტი
01.02.2012, 19:29

BitTorrent არის peer-to-peer ფაილის გაზიარების პროტოკოლი. გამოიყენება დიდი მოცულობის მონაცემთა გავრცელებისათვის .
პროგრამისტი Bram Cohen შექმნა ოქმი 2001 წლის აპრილში.მან თავისი ჩანაფიქრი 2 ივლისი 2001 წელს გახორციელა. ახლა კოენი კომპანია BitTorrent, Inc დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვიხმაროთ სხვადასხვა p2p პროგრამები რომელიც Bram Cohen სქემაზეა დაფუძნებული.
ბიტტორენტი არის პროგრამა შექმნილი ფაილების გაცვლისათვის. მისი მეშვეობით მომხმარებლები ფაილებს ერთმანეთისგან იწერენ სერვერზე ზედმეტი დატვირთვის გარეშე. იგივე ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია სერვერიდანაც, თუმცა ეს სერვერის დიდ რესურსებს მოითხოვს და პროცესს შესამჩნევად ანელებს. ბიტტორენტის შემთხვევაში "ტრეკერი” (ანუ სერვერი) მხოლოდ მართავს "კონექტს” და მას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია იმ ფაილზე, რომელსაც მომხმარებელი იწერს ან სხვას აძლევს. ამ პროგრამებს ერთი კარგი თვისება აქვს — რაიმე ფაილის გადმოქაჩვისას (ლიჩერობა), მომხმარებელი ასევე ხდება "შეარერი” სხვებისთვისაც, ანუ ის (ასიდირებთ) ამავე ფაილს. რაც უფრო მეტი მომხმარებელი (ლიჩერი ან სიდერი) ჰყავს ამ ფაილს, მით უფრო იდი სიჩქარე აქვთ თითოეულს.
HOW IT WORKS
ეს მისი მუშაობის პრინციპია

Posted Image

ფაილების ჩამოტვირთვის პრინციპი
ვინც კი ტვირთავს ფაილს (Leachers) ამავდროულად არის ამ ფაილის გამცემიც (Seeders), უნებლიედ გასცემს რა საკუთარი რესურის ნაწილს სხვისთვის ფაილის ჩამოტვირთვისთვის. ამ პრინციპით ყველა ერთმანეთს ეხმარება.
რა არის Seeder, leacher, tracker, torrent, ratio, announce URL ?
• ტორენტი (torrent) არის იდენტიფიკატორი. ე. ი. ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არჩეულ ფაილზე. მაგალითად: რამდენს იწონის ეს ფაელი(KB.GB), რამდენ ფრაგმენტს შეიცავს ეს ფაელი, გვიჩვენებს ტრეკერს სადაც შეიძლება გავიგოთ რამდენი ლიჩერი, ან სიდერი ჰყავს ამ ფაილს.
• სიდერი (Seeder) არის ის მომხმარებელი რომელსაც აქვს ამ ფაილის 100 % ჩამოტვირთული და შეუძლია სხვას გაუნაწილოს .სიდერს ასევე მოიხენიებენ
„შეარერის" სახელითაც ასე რომ ამან არ დაგაბნით
• ლიჩერი (Leacher) არის, ის ვინც იწერს ამა თუ იმ ფაილს და ამავდროულად სხვასაც აძლევს მის რაღაც ნაწილებს, როდესაც იგი გადაიწერს ამ ფაილის 100%-ს ისიც გახდება სიდერი.
• ტრეკერი (Tracker) არის საიტი, რომელზეც დევს ტორენტ ფაილი, და რომელიც გაწვდით ინფორმაციას ლიჩერებსა და სიდერებზე, და ამავდროულად არის შუალედი თქვენსა და სხვა მომხმარებელს შორის.
Ratio — რატიო არის ატვირთულის შეფარდება ჩამოტვირთულთან. ესეიგი ამით ირკვევა ვინ იწერს და არ ასიდირებს.
Announce [URL] — announce არის URL მისამართი რომელშიც არის ტორენტ ფაილი. ეს თქვენ გჭირდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ქმნით ტორენტს და გინდათ მისი ატვირთვა.

როგორ შევქმნა ტორენტი ?

გამოვიყენოთ ჩვენი ყველაზე პოპულარული ტორენტ ტრეკერი Geotorrents.com
(ტორენტ ფაილის შექმნა Utorrent-ით)
ნაბიჯი 1.
ვხსნით უტორენტის და ვაკლიკებთ სურათზე წითელ კვადრატში გამოყოფილ იკონკას, ანუ ვიწყებთ ტორენტ ფაილის შექმნას.

ნაბიჯი 2.
გახსნილ ფანჯარაში უკვე თქვენი სურვილის მიხედვითა უნდა იმოქმედოთ. თუ გსურთ რომ პაპკა ატვირთოთ მაშინ ვირჩევთ "добавить папку” ან თუ ინგლისური გაქვთ "Add Folder”
Posted Image
ხოლო თუ ერთი ფაილის ატვირთვა გვინდა მაშინ ”добавить файл” ან "Add File”.
Posted Image
ნაბიჯი 3.
შემდეგ ვწერთ ტრეკერის მისამართს რომელიც აუცილებლად არის http://geotorrents.com/announce.php და იგი იწერება შემდეგ ადგილას.
Posted Image
დანარჩენს აქ ვტოვებთ ხელუხლებელს მხოლოდ ბოლოს ვაწევებით ”создать и сохранить в..” ან "Create Torrent file and Save In” და ვუთითებთ ადგილს თუ სად შექმნას ტორენტ ფაილი.
და ვაწვებით "закрыт” ან "Close”.

ნაბიჯი 1.
(ტორენტ ფაილის შექმნა BitComet-ით)
ფაილის ასატვირთად(მოსამზადებლად) საჭიროა ჯერ შევქმნათ ფაილი, სპეციალურად იმ ტრეკერისათვის, რომელზე ატვირთვასაც ვაპირებთ.

სურ.N1
Posted Image
ღილაკზე დაჭერისთანავე გამოჩნდება ფანჯარა:
Posted Image
1.ავირჩიოთ ფაილი ან ფოლდერი (პაპკა) რომლის ატვირთვასაც ვაპირებთ.
2. ავირჩიოთ `Single File` თუ ვაპირებთ მხოლოდ 1 ფაილის ატვირთვას და `Directory` თუ მთლიანი ფოლდერის ან რამდენიმე ფაილის ერთად ატვირთვას ვაპირებთ.
3. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ `Disable Public DHT Network (Use Tracker server)` უფრო მაღალი სიჩქარისათვის.
4. უნდა ჩავწეროთ იმ ტრეკერის მისამართი, რომელზეც ვტვირთავთ ტორენტ ფაილს. ჩვენს შემთხვევაში ვწერთ http://geotorrents.com/announce.php
5. უნდა მივუთითოთ ის ადგილი ჩვენს კომპიუტერში, სადაც შეინახება შექმნილი ტორენტ ფაილი.

ნაბიჯი 2: ტორენტ ფაილის სერვერზე ატვირთვა
სურ.N3
Posted Image
Posted Image
1. აქ წერთ ფაილის სახელწოდებას
2. აქ წერთ ფაილის ახსნას (დახასიათებას)
3. შემდეგ აჭერთ "Next Step”
4. Browse-ს საშუალებით ხსნით ტორენტ ფაილს
5. Browse-ს საშუალებით ხსნით NFO ფაილს (არ არის მნიშვნელოვანი)
6. წერთ პოსტერის მისამართს
7. თუ თქვენ მონიშნავთ ”პოსტერი (ფაილი)” თქვენ შეგეძლებათ Browse-ს საშუალებით ათვირთოთ პოსტერი თქვენი კომპიუტერიდან
8. აქ წერთ ფაილის "IMDB” მისამართს
9. ირჩევთ შესაბამის კატეგორიას
10. მონიშნეთ თუ გინდათ რომ ამოჭრათ აღწერა NFO ფაილიდან
11. თუ თქვენ მონიშნავთ ”ანონიმურად” მაშინ თქვენი , როგორც ამტვირთავის სახელი არ გამოჩნდება
12. მონიშნეთ იმ შემთხვევაში თუ ფიალი შეიცავს პორნოს ან უხეშ მასალას
13. გადახედეთ ყველაფერს , რომ ყველაფერი სწორად იყოს და დააჭირეთ ”ატვირთვა”-ს

ნაბიჯი 3: ტორენტ ფაილის გააქტივირება
ამის შემდეგ ჩვენს მიერ შექმნილი ტორენტ ფაილი, რომელიც ავტვირთეთ სერვერზე შეგვიძლია წავშალოთ კომპიუტერში და აუცილებლად უნდა წავშალოთ BitCometi-იდანაც(სურ.N4)

სურ.N4
Posted Image
2.გადავდივართ ჩვენს მიერ უკვე სერვერზე დადებული ფაილის გვერდზე და ვახდენთ მის გადმოწერას (download) , რომლესაც ვინახავთ იმავე დირექტორიაში სადაც დევს ჩვენს მიერ Torrent-ზე დასადები ფაილი (სურ.N5)

სურ.N5
Posted Image
2. ამის მერე დაიწყება ფაილის Hash-ინგი, სადაც პროცენტები მალე დაიწყებს შევსებას, ხოლო როცა მიაღწევს 100% დაიწყება ფაილის სიდირება (P.S. თუ ფაილის ხელახალი გადმოწერისას არ გამოჩნდა BitComet-ში ყვითელი ნიშანი, ესეიგი დირექტორია(ფაილის მდებარეობა) არასწორედ გაქვთ მითითებული და გადაამოწმეთ! Hash-ინგის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაჩერება, სანამ 100%-მდე არ შეივსება, რადგან ასეთ შემთხვევაში დასადები ფაილი წაიშლება თქვენი კომპიუტერიდან ! (სურ.N6)

სურ.N6
Posted Image…..

კატეგორია: კომპიუტერის გაკვეთილები | დაამატა: vasoelis
ნანახია: 801 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]