როგორ დავაყენოთ Windows 7 – ფლეშკიდან ინსტრუქცია
30.01.2012, 20:12
თქვენი ფლეშ დისკის ზომა უნდა აღემატებოდეს 4 GB. თუ უკვე ყველაფერი მზად გვაქვს, შეგვიძლია ინსტალაციის პროცესი დავიწყოთ:

შედით:

Start > Run

და Run-ის ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება cmd. როგორც კი პრომტის ფანჯარა გამოჩნდება ჩაწერეთ ბრძანება

diskpart


ყურადღება მიაქციეთ თითოეული ბრძანების ჩაწერას, რადგანაც საქმე ეხება დისკის ე.წ Partition-ს. ერთი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნეს თქვენი ფაილებისთვის. ბრძანება diskpart საშუალებას გვაძლევს დისკები გავყოთ რამდენიმე ნაწილად. ეს ერთადერთი მეთოდი ნამდვილად არ გახლავთ, რომლის მეშვეობითაც დისკების დაყოფა ხდება, მაგრამ საკმაოდ მარტივი და ეფექტურია. იმავე პრომტის ფანჯარაში ჩაწერეთ ბრძანება list disk, ამის მეშვეობით გავიგებთ რა ადგილი უკავია ჩვენს USB-ს.

DISKPART> list disk

Disk ### Status Size Free Dyn Gpt
——— —— —- —– —- —-

Disk 0 Online 37 GB 0 B
Disk 1 Online 41 MB 4118 MB

ჩემს შემთხვევაში ეს არის Disk 1 . რადგანაც ეს უკვე გავარკვიე, უნდა ავირჩიო ეს დისკი შემდეგი ბრძანებით:

select disk 1

წავშალოთ ყველაფერი რაც მასშია მოთავსებული შემდეგი ბრძანებით

clean

როცა დისკი ცარიელი იქნება დროა მის დანაწილებას მივხედოთ:

create partition primary

შემდეგ ამ ბრძანების სისრულეში მოყვანა მოვახდინოთ რამდენიმე ბრძანების თანამიმდევრობით

select partition 1
active

ამის მერე მოგივწევს დისკის ფორმატირება შემდეგი ბრძანებით

format fs=fat32

მივანიჭოთ შესაბამისი დასახელება და გამოვიდეთ:

assign
exit

უკვე ყველაფერი მზადაა საიმისოდ, რომ ჩვენს ფლეშ დისკზე გადავიტანოთ მთელი მასალა, რაც საინსტალაციოდაა საჭირო. Virtual CD-ROM Control Panel ან Daemon Tools მეშვეობით მოგვიწევს ე.წ. ISO image შემქნა. მერე კი, როცა ყველაფერი მზად იქნება ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება :

xcopy d:\*.* /s/e/f e:\

ეს იმ შემთხვევაში თუ DVD შეესაბამება d: დისკს და USB შეესაბამება e: დისკს. თუ თქვენი მონაცემები განსხვავებულია, გთხოვთ ჩაასწოროთ. ამის მერე ჩვენი USB დისკი უკვე მზადაა საინსტალაციოდ. თქვენ უნდა გადატვირთოთ კომპიუტერი და BIOS-ში Boot Order შეცვალეთ.
კატეგორია: კომპიუტერის გაკვეთილები | დაამატა: vasoelis
ნანახია: 813 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]