17 წელია ზურა ოცნებობს რომ გაიაროს

ზურა ნატრიაშვილი ჩვენი საზოგადოების წევრია, ჩვენი მეგობარი. ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე ენერგიული და ჭკვიანია...
17 წლის წინათ იგი ბრმად გასროლილმა ტყვიამ ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა, მაშინ ზურა 12 წლის იყო საზღვარგარეთის ერთ-ერთი კლინიკიდან ოჯახის ახლობლის დახმარებით მან მიწვევა მიიღო მაგრამ უსახსრობის გამო სრულფასოვანი მკურნალობა გადაიდო ამ ხნის განმავლობაში მას იმედი არ დაუკარგავს კარგად უღრმავდება თავის ავადმყოფობას, აქტიური ადამიანია აქვს სამომავლო მიზნები და გეგმები. მისი მეგობრების დიდი ნატვრაა ზურა ჩაერთოს ჩვეულებრივი ჯამრთელი ადამიანის ცხოვრების რიტმში, იყოს აქტიური მოქალაქე. ინტერნეტის საშვალებით იგი უკავშირდება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს ეცნობა მათ მკურნალობის გზების მეთოდებს.

კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესორები ერთხმად აღნიშნავენ რომ ზურას მკურნალობა აბსოლიტურად შესაძლებელია. განსაკუთრებით ბევრი აქვს ამგვარი პაციენტების წარმატებულად განკურნების შემთხვევები მოსკოვის დიკულის სახელობის კლინიკას. ამ რეაბიliტაციის ცენტრში გაცილებით უფრო დიდი პრობლემების მქონე ადამიანები დაუბრუნდნენ აქტიურ ცხოვრებას. ზურას უდიდესი ოცნება აქვს მოხვდეს აღნიშნულ კლინიკაში და იქ გაიაროს ფიზიოთერაპიული მკურნალობის კურსი იგი დაუკავშირდა კლინიკის დამაარსებელს ადამიანს რომელიც ერთ დროს თავად იყო ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. პროფესორმა დახმარება აღუთქვა გამგზავრება გადაწყდა,მაგრამ საჭირო თანხები ვერ მოიძებნა..,


ჩვენ მისი ახლო მეგობრები მივმართავთ საზოგადოებას გვერდით დაგვიდგეს ზურას გადასარჩენად. თითოეული ადამიანისგან გაღებული თუნდაც მცირედი თანხით შესაძლებელია ჩვენმა მეგობარმა აიხდინოს ჩვიდმეტი წლის ოცნება. გვჯერა რომ ჩვენი თანამემამულეები გვერდით დაგვიდგებიან ამ კეთილშობილური საქმეში და მცირედი თანადგომით ახალგაზრდა ადამიანს სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებენ.

ინვალიდებს სიტყვით ყველა ვეხმარებით საქმით არავინ. დავეხმაროთ საქმით და გავიღოთ მოწყალება. თქვენს მიერ გაღებული თითოეული ლარი მოხმარდება ზურას მკურნალობას.






Bank of Georgia - 269347200 emoney.ge - 360280098
ჯეოსელიდან და ბილაინიდან დარეკეთ ნომერზე 700-314 და ავტომატურად ჩაირიცხება ზურას ანგარისზე თანხა ზარის ღირებულებაა 1 ლარი