. DOWNLOAD ! - ონლაინ შოფინგი
მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა!
სამშაბათი, 18.06.2019, 04:43
მთავარირეგისტრაციაშესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS

საიტის მენიუ

სტატისტიკა

საიტზეა შემოსულია: 1
სტუმარი: 1
წევრი: 0

ონლაინ შოფინგი - ეს არის შესყიდვის ეფექტური, ეკონომიური და სწრაფი საშუალება მიიღო სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად. შეძენის ამ მეთოდს გააჩნია მრავალი დადებითი მხარე. პირველ რიგში იზოგება მაღაზიებში სასიარულოდ დახარჯული დრო, იოლია პროდუქტის შესწავლა ვებ მაღაზიებში მოყვანილი აღწერილობებისა თუ სხვა მყიდველთა მიერ დატოვებული გამოხმაურებების დახმარებით. იზოგება თანხა, რადგან ფასდაკლებები და მარკეტინგული აქციები უცხოურ ონლაინ მაღაზიებში ნამდვილად ქებას იმსახურებს.

გაიგეთ თუ რომელი ონლაინ მაღაზიებიდან შეიძინოთ, რატომ არის საჭირო უსაფრთხოების წესების ცოდნა. იხილეთ ზომების შესაბამისობის ცხრილები, სასარგებლო რჩევები და მრავალი სხვა...
ეზიარეთ დახვეწილი ცხოვრების თეორიას და გადაიტანეთ ის პრაქტიკაში.


პლასტიკური ბარათი (სადებეტო თუ საკრედიტო) არის ფულის (გადახდის საშუალების) ალტერნატივა, გაცილებით უფრო ადვილი თან სატარებლად და მოსახერხებელი ყიდვისას.

მას შეიძლება ვუწოდოთ ელექტრონული ჩეკიც, რამდენადაც ოპერაციები სრულდება ვირტუალურ-ელექტრონულ დონეზე.

ყველა სხვა დანიშნულებასთან ერთად, პლასტიკური ბარათი შეუცვლელია ინტერნეთ შოფინგისას. დღესდღეობით საქართველოში წარმოდგენილი თითქმის ყველა ბანკის ბარათი გამოდგება ელექტრონული კომერციისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს ვიზა ელექტრონი და მასთერქარდის ის ბარათები, რომელთაც უკანა მხარეს მარჯვენა კუთხეში არ გააჩნია დამატებითი დამცავი სამნიშნა კოდი  "CVV, CID, CVC ან CVV2". [Discover, Mastercard, Visa - 3 ნიშნა, ხოლო AmEx - 4 ნიშნა]



საქართველოში პოპულარული ვიზა ”ელექტრონი" გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიისა და ირლანდიისა.
არსებობს ონლაინ მაღაზიები, რომლებიც არ მოითხოვენ ზედმეტ დაცვას და უპრობლემოდ ატარებენ ხსენებული ტიპის ბარათებს (მაგ.: amazon.com, victoriassecret.com, 6PM.com და სხვა) მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღაზია თითქმის თითზე ჩამოსათვლელია და სხვა ყველა ითხოვს ბარათის საიდენტიფიკაციო დამატებით უსაფრთხოებას. ამდენად უფრო ოპტიმალურია ვიზა კლასიკი (გოლდი, პლატინუმი, ბიზნესი ან სხვა ნებისმიერი თუ გაქვთ კარგია, თუმცა შედარებით ძვირი და განსხვავებული საბანკო მომსახურების პირობებით)

თითოეულ ბანკს გააჩნია სხვადასხვა სახის პროდუქტი, შეთავაზება და გნებავთ აქცია , რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას გააანალიზოს პირობები და აარჩიოს მისთვის საუკეთესო. არის ელექტრონული კომერციისათვის განგებ შექმნილი ბარათები, რომლებიც უფრო მეტადაა მორგებული ონლაინ შესყიდვის სპეციფიკას. მაგალითისათვის: E-Card ქართუ ბანკის ი-ქარდი , შექმნილი ონლაინ შოფინგისათვის.

უსაფრთხო შესყიდვებისათვის აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე პირობა, რის შესახებაც ინფორმაციას იხილავთ ბმულზე უსაფრთხოება ონლაინ შოფინგისას .

თუ თქვენ პირადად არ გაქვთ ბარათი, შეგიძლიათ მოახდინოთ შესყიდვა ოჯახის წევრის ბარათებით. სასურველია რომ ბილინგის მისამართი შეივსოს ბარათის მფლობელის სახელზე.

ასევე გაითვალისწინეთ, საკრედიტო (ბანკის მიერ კრედიტად გამოყოფილი თანხა) ბარათით ონლაინ შოფინგი არ არის 100% უსაფრთხო.
ეცადეთ ისარგებლოთ სადებეტო (შეიტანთ საჭირო თანხას და ყიდულობთ) ბარათებით. ჰაკერებს არ ძინავთ იყავით ფრთხილი და დაცული.

ტრანსპორტირებარა მეთოდით ჯობია ამანათის მიღება

ონლაინ მაღაზია მრავალნაირია და შესაბამისად გააჩნია გზავნის სხვადასხვა ტიპი. პირდაპირი გზავნა შესაძლოა შემოთავაზებული იყოს ჩვეულებრივი ან ექსპრეს მეთოდებით.
ჩვეულებრივი (სახელმწიფო ფოსტა) არის შედარებით იაფი, მაგრამ ხანგრძლივი (3 კვირა/1 თვე). ექსპრეს მეთოდი საკმაოდ ძვირია - თუმცა სწრაფი (5-10 დღე). არის მაღაზიები, რომლებიც არ აგზავნის აშშ-ს ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში უნდა ვისარგებლოთ გადამზიდი კომპანიების სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს ამანათის მიტანას ადრესატამდე საკუთარ საწყობში მიღებიდან საშუალოდ 10-12 დღის ფარგლებში. (ზოგჯერ მეტი ან ნაკლები) სწორად ასეთ მაღაზიებთან ურთიერთობისას Billing მისამართის შევსებისას ვსარგებლობთ გადამზიდის იმავე მისამართით, რომელზეც ვუთითებთ გზავნას (Shipping). გზავნის წესების გასაცნობად გახსენით ბმული Shipping - გზავნა ან (ზოგჯერ სხვა სახით არის) Сustomer care, FAQ. ეს ბმულები ძირითადად განთავსებულია მთავარი გვერდის თავში ან ქვემოთ, ბოლოში.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მომხმარებელს აქვს არჩევანი საკუთარი შეხედულებების მიხედვით - იყიდოს პიდრაპირ თუ გადამზიდი კომპანიის დახმარებით.

ამანათის დაბრუნების შესახებ

ხანდახან ხდება, რომ ონლაინ მაღაზიის მიერ ნივთი იგზავნება არასწორად (სხვა ნივთი მითითებულის ნაცვლად, სხვა ფერის და ა.შ.) ყველა მაღაზიას აქვს დაბრუნების სერვისი, თუმცა ეს საკმაოდ რთულია სხვა ქვეყნიდან. დაკავშირებულია უკან გადაგზავნის ხარჯებთან. დაბრუნების საშუალება არ გააჩნია ყველა გადამზიდს და თუ აქვთ, არც თუ იაფი სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე უმჯობესია თავად მაღაზიას დაუკავშირდეთ და თხოვოთ თანხის ანაზღაურება შეცდომის დეტალური დასაბუთებით. მსგავსი პრეცედენტი არსებობს და რეალურია, თუმცა ასეთი შეცდომა მათი მხრიდან საკმაოდ იშვიათია.

უსაფრთხოება - მთავარია ვიცოდეთ ონლაინ შოფინგის უსაფრთხოების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ თანხის დაკარგვის რისკი. ამისათვის პირველ რიგში აუცილებელია გამოვყოთ ცალკე სადებეტო ბარათი, სასურველია დოლარის ანგარიშით, რომელსაც კონკრეტულად შესყიდვის ამ მეთოდისათვის გამოვიყენებთ.
ჩამოვთვალოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:

1. გამოწერის ბოლო ეტაპზე, ბარათის მონაცემების შეყვანისას მნიშვნელოვანია ვებ მაღაზიის მისამართის ხაზში (ზემოთ) აღნიშნული იყოს https:// სადაც S (secure) ნიშნავს უსაფრთხოებას. ასევე ვებ გვერდის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს სასურველია იყოს დაკეტილი ბოქლომის გამოსახულება.
2. გვერდი უნდა იყოს აუცილებლად დაცული სხვადასხვა დაცვის პროგრამების საშუალებით (secured by), ქონდეს კარგი გამოხმაურებები სხვადასხვა საიტზე,
რომელიც რეკომენდაციას უწევს მაღაზიას მყიდველთათვის და აძლევს შესაბამის რეიტინგს.
3. ურიგო არ იქნება წავიკითხოთ და გავეცნოთ ვებ მაღაზიის უსაფრთხოების პირობებს (privacy policy)
4. გადახდის მეთოდებს შორის ყველაზე უსაფრთხო არის პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება, რადგან ხდება ოპერაციების ლოგირება ბანკებისა და მაღაზიების შესაბამის პროგრამებში, რაც იძლევა თანხის დაბრუნების გარანტიას სხვადასხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში. ჩეკით ან საბანკო გადარიცხვით (money order ან paycheck) ანაზღაურება ნაკლებად დაცულია.
5. დაიმახსოვრეთ, არასოდეს და არანაირი შეთავაზების ხათრით არ გაცეთ თქვენი ბარათის მონაცემები. არ გააგზავნოთ ის მეილით. ბევრი მაღაზია ითხოვს პასპორტისა და ბარათის ასლებს ფაქსით, ეს ხდება თქვენივე უსაფრთხოებისათვის და გაყალბების თავიდან ასაცილებლად. თუმცა მითითება არის, რომ ბარათის ასლის გადაგზავნისას დაფარულ იქნას შუა 8 ციფრი (ბარათის სრული ასლის მოთხოვნის შემთხვევაში გირჩევთ არ ისარგებლოთ ვებ მაღაზიის მომსახურებით)
6. ნუ წამოეგებით საეჭვო რეკლამებზე ფასდაკლებებისა და სხვა თქვენთვის ერთი შეხედვით მომგებიანი აქციების შესახებ, თუ ისინი არ არის უშუალოდ მაღაზიის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართიდან. ყველა სერიოზულ ონლაინ მაღაზიას გააჩნია საკუთარ დომენზე დარეგისტრირებული ელ. ფოსტა (მაგ:. service@victoriassecret.com და ა.შ.)
7. ეცადეთ ყურადღებით დააკვირდეთ გამოწერის დასრულებისას ბარათის მონაცემების შესაყვან გვერდს. ხშირად მონიშნულია პუნქტი "დაიმახსოვრე ჩემი ბარათი მომავალი შესყიდვებისათვის" (remember my card). მართალია, დამახსოვრებისას ბარათის მონაცემები არის კოდირებული, მაგრამ მაინც არ არის სასურველი მისი შენახვა. შესაბამისად მოხსენით მსგავსი პუნქტის მონიშვნა. მართალია , ყოველ ყიდვაზე მოგიწევთ ბარათის მონაცემების ხელახლა შეყვანა, მაგრამ იქნებით უფრო დაცული.
8. ბევრი თაღლითი მაღაზიის სახელით უგზავნის მომხმარებელს მეილებს თხოვნით, რომ მიაწოდონ განახლებული საბანკო ინფორმაცია. არ წამოეგოთ მსგავს ქმედებას. ლეგალური ონლაინ მაღაზია არასოდეს მოგთხოვთ მსგავს ინფორმაციას მეილით.
9. ეცადეთ მოიპოვოთ ინფორმაცია ნაკლებად პოპულარული ონლაინ მაღაზიების შესახებ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ პროდუქციის შეძენას.

ბარათით გადახდისას გასათვალისწინებელი აუცილებელი პირობები:

ონლაინ შოფინგისათვის უმეტესად გამოიყენება ვიზის ან მასთერქარდის (ასევე ამექსი, დისქავერი) ტიპის ბარათები, რომელსაც გააჩნია СVV (Card Verification Value) 3 ციფრიანი კოდი, (AmEx-ის შემთხვევაში 4 ციფრიანი) განთავსებული ბარათის უკანა მხარეს, მარჯვნივ ბოლოში. ეს არის ბარათის საიდენტიფიკაციო დამატებითი უსაფრთხოების ნიშნული. 
თუმცა რამოდენიმე მაღაზია ამ კოდს არ ითხოვს გამოწერისას. (მაგ:. amazon.com, victoriassecret.com)
პირადი ინფორმაციის შევსებისას აუცილებელი გრაფები აღნიშნულია ვარსკვლავით (*). დანარჩენი შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი.
მთავარია შეივსოს ბარათის მონაცემები სრულად (ნომერი, 3 ციფრიანი დამცავი კოდი, მოქმედების ვადა და მფლობელის სახელი/გვარი), ბილინგ billing (მყიდველის საიდენტიფიკაციო) მისამართი ივსება აუცილებლად ბარათის მფლობელზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საიტზე არ არის ქვეყანა საქართველო, ამაზე ვისაუბრებთ შემდგომ) shipping (გზავნის) მისამართში კი იწერება ამანათის მიმღების (გადამზიდი კომპანიის შემთხვევაში, მათი) მონაცემები.


თანხის ბლოკირება 

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მაღაზიამ უარყო ქართული საბანკო ბარათი და ღირებულების ეკვივალენტი თანხა კი გადავიდა წინასაავტორიზაციო ბლოკირებაში?

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თავად მაღაზია არ ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს. ამაზე პასუხისმგებელია საბილინგო განყოფილება, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ბანკთან. ხდება მონაცემების, ბარათის წარმომავლობისა და მფლობელის გადამოწმება (თუმცა არის მაღაზიები, რომლებიც ამ ნიუანსების გვერდის ავლით ახდენენ ანგარიშსწორებას).

ბილინგ მისამართის შევსებისას აუცილებელია მიეთითოს საბარათე კონტრაქტში დაფიქსირებული მონაცემები იმ ვებ მაღაზიებისათვის, სადაც ჩამონათვალში არის ქვეყანა საქართველო. სხვა დროს, როგორც ვიცით, ბილინგისა და შიფინგის მისამართები ივსება გადამზიდის მიერ მონიჭებული რეკვიზიტებით , თუმცა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის თანხის ბლოკირების რისკი (თუ ბარათი უარყო მიმღემბა სისტემამ). წინასაავტორიზაციო ბლოკირების მინიმალური ვადა საბანკო კანონის მიხედვით არის 1 თვე. ამ ხნის განმავლობაში მიმღებს აქვს უფლება ჩამოჭრას თანხა და განახორციელოს შეკვეთა. თუ თქვენ გსურთ, რომ ფული დაბრუნდეს ხელმისაწვდომ სტატუსში მითითებულ ვადაზე ადრე, საჭიროა მაღაზიისაგან მოითხოვოთ წერილობითი დასტური, რომ შეკვეთა არ შედგა/სახსრები უარყოფილია (თუ ასეთი ინფორმაცია არ იგზავნება მაღაზიის მიერ ავტომატურად). წერილს წარადგენთ თქვენს ბანკში და შეძლებისდაგვარად ეცდებიან აღმოგიჩინონ დახმარება, დამოკიდებულია ბანკზე.

თუ შეკვეთა განხორციელდა წარმატებით თქვენი თანხა წინასაავტორიზაციო ბლოკირებიდან გადავა ამონაწერში (ჩამოიჭრება) რამდენიმე დღის შემდეგ, რაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინტერნეტის საშუალებით ონლაინ ბანკინგში.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ შეიძინეთ პროდუქტი და აღარ გსურთ მიღება ან რაღაც მიზეზით მაღაზია ვერ აგზავნის, დაბრუნებული თანხა ანგარიშზე აისახება 5-7 საბანკო დღის განმავლობაში. არის შემთხვევები, როდესაც შეძენილი ნივთებიდან ნაწილი მიუწვდომელია, ესეთ დროს მაღაზია ანაზღაურებს მათ წილ თანხას და ასევე აისახება 5-7 დღის განმავლობაში.

აქვე მოგაწვდით მაგალითს, თუ როგორ უნდა გამოითხოვოთ გაუქმებული შეკვეთის წერილობითი დასტური: (გამოტოვილი სივრცე შეავსეთ შესაბამისი დასახელებებით):

Dear ……… ,

My payment for the order No ……… was declined by your billing system.
Please be so kind to email a proof of cancellation as an evidence for my credit company.

Thank you in advance.

Respectfully,

…….. …………..

N.B.
კარგად ინფორმირებული ადამიანი - დაცულია.  იშვიათად ხდება, რომ ონლაინ შესყიდვისას ფინანსები იბლოკება ორჯერ (ერთი და იგივე ოდენობით). ნუ შეგეშინდებათ, როდესაც შეკვეთის გაფორმებისას დაბლოკვასა და შემდგომში ჩამოჭრას შორის შუალედი ხანგრძლივია, სისტემა მეორედ ახდენს თანხის დამუშავებას. 2 ბლოკიდან ჩამოიჭრება და გადაირიცხება მხოლოდ ერთი. კორექტირებისათვის დაუკავშირდით ბანკის ქოლ ცენტრს, აუხსენით ვითარება - აუცილებლად დაგეხმარებიან.
ასევე ზოგი მაღაზია წინასწარ, ანგარიშის ქმედითუნარიანობის გადასამოწმებლად, ბლოკავს 1$-ს. ეს თანხაც ერთი თვის შემდეგ ავტომატურად დაბრუნდება თქვენს ანგარიშზე.

გზავნილის (Tracking) შესახებ

როგორ გამოვიყენოთ გზავნილის (Tracking) ნომერი
როდესაც მაღაზია დაასრულებს ამანათის დაფასოებას, ის გადაეცემა კონტრაქტორ ფოსტას ადრესატამდე მისატანად. ფოსტა გასცემს გზავნილის საიდენტიფიკაციო ნომერს Tracking Number, რომლის დახმარებითაც მყიდველი ადევნებს თვალს გადაადგილებას საბოლოო დანიშნულების წერტილამდე.

უმეტეს შემთხვევაში შიდა გადაზიდვას აწარმოებს 3 საფოსტო კურიერი: UPS, FedEx და USPS - იშვიათად DHL.
(ხშირად მეილზე მოდის ლინკი, რომლითაც უშუალოდ თქვენს გზავნილზე გადადიხართ და არ გჭირდებათ ფოსტის გვერდიდან შეყვანა)

UPS გზავნილის ნომერი შედგება ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, დანარჩენი კი მხოლოდ ციფრებისგან.
ძებნის მაგალითები:

ხსნით www.ups.com , ირჩევთ ქვეყანას (United States, რადგან გადაზიდვა შიდაა), ქვემოთ მონიშნავთ remember location (დაიმახსოვრე მდებარეობა) და აჭერთ ისარს გასაგრძელებლად:

 



აქ წერთ Tracking ნომერს, რომელიც მიიღეთ მეილით და შემდეგ ღილაკი Track.



 

USPS.com-ზე ძიების მაგალითი:

 



 

Fedex.com-ზე ძიების მაგალითი:

 



ლექსიკონი




Apparel - ტანსაცმელი

Arch support – ფეხსაცმლის კალაპოტის სიმყარე


Back closure – უკანა შესაკრავი

Backordered – არ არის საწყობში

Bargain – იაფი და წარმატებული შენაძენი

Beauty - კოსმეტიკა

Body butter – კანის დამატენიანებელი (კარაქი)

Body lotion – ტანის ლოსიონი

Body mist – ტანის ცვარი (დამატენიანებელი, არ საჭიროებს შეზელვას)

Bottom – ქვედაბოლო

Blowout sale – დიდი ფასდაკლება

Bra - ლიფი


Cashmere – ქაშმირი (მატერია)

Checkout – გამოწერა/ყიდვა

Clearance – დიდი/საბოლოო ფასდაკლება

Cotton – კოტონი (ბამბა)

Clutch - ხელჩანთა

Coupon code – ფასდაკლების ბარათი/კოდი

Clothing - ტანსაცმელი

Crew neck - დახურული გული



Earmuff - ყურსათბობი

Extended/plus size – დიდი ზომები

FAQ – ხშირად დასმული კითხვები

Face/body glow – სახის/ტანის ბზინვარების საცხი

Front closure – წინა შესაკრავი

Flats – ბრტყელ ძირიანი





 

Hoody – კაპიშონიანი ბლუზა

Hosiery - წინდები

Husky – სრული


 

Imported - შემოტანილი

Inseam – ზომა უბიდან ქვემოთ

In-stock - მარაგშია


Jumpsuit - კომბინიზონი



Keychain - საკიდი (ბრელოკი)

Knee high - მუხლამდე

 

 Lace - maqmani

Look book - კატალოგი

Loungewear – სპორტული ტანსაცმელი

Length - სიგრძე

Lingerie – ქალის საცვლები

Long - გრძელი




Man made material - ხელოვნური

Miscellaneous/misc - სხვადასხვა

Mid-calf – შუა წვივამდე

My account – ჩემი ანგარიში





Outerwear – პალტო/კურტკა

Out of stock – აღარ არის მარაგში


Panties – ქვედა საცვალი

Perfume – პარფიუმერია

Petite – პატარა

Plaid - კუბოკრული

Polka Dot - კოპლიანი

Pump – კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმელი




Racer back – ჯვარედინი ზურგი

Romper - კომბინიზონი


Scoop Neck - ovaluri guli

Shaft – ჩექმის ყელი

Shipping - გზავნა

Shoes - ფეხსაცმელი

Shower gel – შხაპის გელი

Slim - გამხდარი

Sneakers - ბოტასი

Staining balm – სამკურნალო tუჩსაცხი ფერით

Suspenders (braces) - აჭიმები

Swim – საცურაო კოსტუმები


Tank top - breteliani maisuri

Tee - მაისური

Terry - ხაოიანი

Tote – დიდი ზომის ჩანთა

Top – ბლუზა

Trim - morTva

Tube top - biustie, ubretelo maisuri




V-neck - სამკუთხედი გული


Wallet - საფულე

Wedge – ე.წ. ტანკეტკა

Wish list – სურვილების სია






Zip code – საფოსტო კოდი



ზომების ცხრილები


ქალის:

1. ტანსაცმლის ზომა (ევროპული/ამერიკული)

2. ფეხსაცმლის ზომა (მეტნაკლებად განსხვავდება ბრენდების მიხედვით) დააწკაპუნეთ სურათზე გადიდებისთვის.

ფეხსაცმლის ზომები ხშირად მითითებულია სიგანის მიხედვითაც, A-დან E-მდე (ვიწროდან განიერისკენ) - B, C, D არის ნორმალური (სტანდარტული) სიგანე:

  • A, B, C, D, E, EE, EEE, EEEE, F, G
  • 4A, 3A, 2A, A, B, C, D, E, 2E, 3E, 4E, 5E, 6E
  • N (narrow) ვიწრო, M (medium)  or R (regular) საშუალო, W (wide) ფართო.
  • 3. ლიფის ზომა - ზომების გადამყვანი (<--- დააჭირეთ ბმულს)

    მამაკაცის:

    1. პიჯაკის, პალტოსა და სვიტრის ზომები:

    2. გამოსასვლელი პერანგების ("საროჩკა") და შარვლების ზომები:

    3. ამერიკული ზომების ცხრილი მოცემული ინჩებსა და სანტიმეტრებში

    4. ფეხსაცმლის ზომები:

    ბავშვების ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ზომების ცხრილები:


    ბეჭდის ზომები ( 5 = 15.7; 6 = 16.5 და ა.შ. )

     

    ლოგინის თეთრეულის ზომები

     

    TWIN - 39 X 79 inches (99 X 190 cm)
    X-Long Twin - 39 X 80 inches (99 X 203 cm)
    Full - 54 X 75 inches (137 X 190 cm)
    Queen - 60 X 80 inches (153 X 203 cm)
    King - 76 X 80 inches (198 X 203 cm)
    California King - 72 X 84 inches (182 X 213 cm)

    ბავშვის სახლის ჩუსტის ზომა S, M, L
    S = 11-12 (29-30)
    M = 13-1   (31-32)
    L = 2-3     (33-34)

     

     

     

    განზომილებები (ამერიკული/ევროპული)

    ინჩი - სანტიმეტრში

    Inches to cm, cm to inches

    უნცია - მილილიტრში

    Oz to Ml

    ფუნტი - კილოგრამში

    Lbs to Kg

    ფუტი სანტიმეტრში

    Feet to Cm


    განბაჟების პროცედურა
    • რა შემთხვევაში ექვემდებარება პროდუქცია განბაჟებას ?!
    • როდესაც პროდუქციის ღირებულება (ტრანსპორტირების და სხვა რაიმე  თანხის გარეშე)  აღემატება 300.00  ლარს
    • როდესაც ამანათი რეალური წონით აღემატება 30.00 კგ-
    • როდესაც მიმღები ერთი და იგივე პიროვნებაა და მასზე ერთჯერზე საბაჟოზე შემოსულია რამდენიმე ამანათი რომელთა ცალკეული ღირებულება არ აღემატება 300.00 ლარსმაგრამ მათი ჯამური ღირებულება აღემატება 300.00 ლარს და შეძენილია ერთი და იმავე ონლაინ მაღაზიაში.
    • ერთგვაროვანი საქონელი (სამი, ოთხი და მეტი იდენტური საქონელი მაგმობილური ან სხვა რაიმე პროდუქცია გამოწერილი ერთ პიროვნებაზე)
    • ამ შემთხვევებში ამანათის ღირებულებას ემატება ამანათის ტრანსპორტირება და ყველა სხვა ხარჯი  და მხოლოდ ამის შემდეგ დაიანგარიშება 18 % ... (დამატებითი ღირებულების გადასახადი) 

    • ყურადღება!
    • როდესაც პროდუქცია გამოწერილია სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან და მიმღები არის ერთი და იგივე პიროვნება,
    • ხოლო ნივთების ღირებულება ცალკეულად  არ აჭარბებს 300.00 ლარს,
    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  ივნისი 2019  »
    ორსმოთხთპრშბკვ
         12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930

    საიტის მეგობრები

    Copyright GFF.ucoz.net © 2009 - 2019