კანონი 1

ფსალმუნი დავითის, 1

1 ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. 2 არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. 3 და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ჰყოს, წარემართოს მას. 4 არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტვერი, რომელ აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. 5 ამისთვის არა აღსდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა. 6 რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.

თანამედროვე ქართულით


ფსალმუნი დავითის, ზედა წარუწერელი ებრაელთა შორის, 2

1 რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? 2 შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის. 3 განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. 4 რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყუნეს იგინი. 5 მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. 6 ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა. 7 თხრობად ბრძანებასა უფლისასა, უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. 8 ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. 9 ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. 10 და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი. 11 ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. 12 მიიღეთ სწავლაი, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის წყრომაი მისი. ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.

თანამედროვე ქართულით


ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თვისისა, 3

1უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა. 2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა. 3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა. 4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით. 5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. 6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. 7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. 8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.

თანამედროვე ქართულით


დიდება:


დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი, 4

1 ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი. 2 ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ? რად გიყუარსთ ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა? 3 და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდაი თვისი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. 4 განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. 5 შესწირეთ მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით უფალსა. 6 მრავალთა თქვიან: ვინ გვიჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო. 7 მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. 8 მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.

თანამედროვე ქართულით


დასასრულსა, მკვიდრისათვის, ფსალმუნი დავითისი, 5

1 სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ჰყავ ღაღადებაი ჩემი. 2 მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო; რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო. 3 განთიად შეისმინო ხმისა ჩემისაი, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. 4 რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმან. 5 არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. 6 წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა. 7 ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. 8 უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათვის წარჰმართე შენ წინაშე გზაი ჩემი. 9 რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაი, გული მათი ამაო, სამარეზე-აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. 10 საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთაისა განიშორენ იგინი, რამეთუ განგამწარეს შენ, უფალო. 11 და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკვიდრო მათ შორის, და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი. 12 რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისაითა გვირგვინოსან მყვენ ჩუენ.

თანამედროვე ქართულით


1 В დასასრულსა, გალობათა შინა, მერვისათვის, ფსალმუნი დავითისი, 6

1 უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2 უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 3 და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? 4 მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვის. 5 რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. 6 დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო. 7 განრისხდა გულის წყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. 8 განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი; 9 ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაი, უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა. 10 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.

თანამედროვე ქართულით


დიდება:


ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთვის ქუშისთა, ძისა იემანისთა, 7

1უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიხსენ მე 2 ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მხსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ. 3 უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვჰყავ ესე, ანუ არს უშჯულოებაი ხელთა ჩემთა; 4 ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; 5 დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაი ჩემი და დიდებაი ჩემი მიწასა შინა დაამკვიდროს. 6 აღსდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღვიძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ. 7 და კრებული ერთაი გარე-მოგადგეს შენ და ამისთვის მაღლად მოიქეც. 8 უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. 9 აღესრულნედ ძვირნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა, ღმერთო მართალო. 10 შეწევნაი ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინის წრფელნი გულითა. 11 ღმერთი მართლ-მსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელ არა მოავლინის რისხვაი მისი მარადღე. 12 არა თუ მოიქცეთ, მახვილი მისი ლესულ არს, მშვილდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; 13 და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწუველთათვის ქმნნა. 14 აჰა ესერა ელმოდა სიცრუვე, მუცლად-იღო სალმობაი და შუა უშჯულოებაი. 15 ხნარცვი თხარა და აღმოჰკუეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ქმნა. 16 მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდეს. 17 აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.

თანამედროვე ქართულით


დასასრულსა, საწნეხელთათვის, ფსალმუნი დავითისი, 8

1 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა. 2 პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის, რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურის-მგებელი. 3 რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. 4 რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? 5 დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი. 6 და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა. 7 ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი. 8 მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. 9 უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა.

თანამედროვე ქართულით


დიდება:


По 1-й кафисме

Пресвятая Троице, помилуй нас; Господи, очисти грехи наша; Владыко, прости беззакония наша; Святый, посети и исцели немощи наша, имене Твоего ради.

Господи, помилуй! Господи, помилуй! Господи, помилуй!

Слава Отцу и Сыну, и Святому Духу, ныне и присно, и во веки веков. Аминь.

Отче наш, Иже еси на небесех! Да святится имя Твое, да приидет Царствие Твое, да будет воля Твоя, яко на небеси и на земли. Хлеб наш насущный даждь нам днесь; и остави нам долги наша, якоже и мы оставляем должником нашим; и не введи нас во искушение, но избави нас от лукаваго.

Тропарь, глас 1:

В беззако́ниих зача́вся аз, блу́дный, не дерза́ю взира́ти на высоту́ Небесну́ю, но дерза́я на человеколю́бие Твое, зову́: Бо́же, очи́сти мя, гре́шнаго, и спаси́ мя.

Аще пра́ведник едва́ спаса́ется, аз где явлю́ся, гре́шный? Тяготы́ и зно́я дневна́го не понесо́х, но с нае́мники единонадеся́того часа́ сопричти́ мя, Бо́же, и спаси́ мя.

Слава: Объя́тия Отча отве́рсти ми потщи́ся, блу́дно мое́ ижди́х жити́е, на бога́тство неиждива́емое взира́яй щедро́т Твои́х, Спа́се, ныне обнища́вшее мое́ да не пре́зриши се́рдце. Тебе́ бо, Го́споди, умиле́нием зову́: согреши́х на Небо и пред Тобо́ю.

И ныне: Упова́ние христиа́н, Пресвята́я Де́во, Его́же родила́ еси́ Бо́га па́че ума́ же и сло́ва, непреста́нно моли с го́рними си́лами да́ти оставле́ние грехо́в, нам всем и испра́вление жития́, ве́рою и любо́вию при́сно Тя чту́щим.

Го́споди, поми́луй (40) и молитва:

Влады́ко Вседержи́телю, Непостижи́ме, нача́ло све́та и преу́мная си́ло, и́же Ипоста́сного Сло́ва Оте́ц и еди́носильнаго Твоего́ Ду́ха испусти́тель: милосе́рдныя ра́ди ми́лости и неизрече́нныя бла́гости не презре́вый челове́ческого естества́, тмо́ю греха́ содержи́мого, но Боже́ственными све́ты свяще́нных Твои́х уче́ний, зако́ном и проро́ки свети́вый ми́ру, последи́ же нам того́ единоро́дного Твоего́ Сы́на Благоволи́вый пло́тию возсия́ти и ко осия́нию нас Твоего́ просвеще́ния наста́вити: да бу́дут уши Твои́ вне́млюще гла́су моле́ния на́шего, и да́руй нам, Бо́же, во бде́нном и тре́звенном се́рдце, всю настоя́щего жития нощь прейти́, ожида́ющым прише́ствия Сы́на Твоего́ и Бо́га нашего, судии́ всех, да не возлежа́ще и спя́ще, но бо́дрствующе и воздви́жени в де́лание за́поведей Твои́х обря́щемся и в ра́дость Его́ совни́дем, иде́же пра́знующих глас непреста́нный, и неизрече́нная сла́дость зря́щих Твоего́ лица́ добро́ту неизглаго́ланную. Яко Благ и Человеколю́бец Бог еси́, и Тебе́ славу возсыла́ем, Отцу и Сыну и Свято́му Ду́ху, ныне и при́сно, и во ве́ки веко́в, ами́нь.